მესტიაში ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა – მაშველები, სავარაუდოდ, ორ კაცს ეძებენ

მესტიის რაიონში, სოფელ ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დღეს, 8 ივნისს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომანქანაში, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა კაცი იმყოფებოდა, რომელთაც ამ წუთებში სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ეძებენ. მათ დასახმარებლად ბეჩოსკენ დამატებითი ჯგუფებიც მიემართებიან.