6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია

6 წლის დავით თათვიძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული!!!” – წერს ფედერაცია.

ჩემპიონატი მაიამიში მიმდინარეობს.