“ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, შევთახმდით, რომ აფხაზეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებას მივიღებთ და ჩვენს მებრძოლებს აფხაზეთში სამკურნალოდ გავგზავნით. ჩვენ ძლიან გვჭირდება მანდარინი,”– აცხადებს კოფმანი.
ბრიფინგის დროს დონეკცის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ აფხაზეთის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება შორეული პერსპექტივა არ არის.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.
|
||