სოხუმის აეროპორტი მმართველობაში რუსეთის კომპანიას გადაეცემა

ბუტბას განცხადებით, აფხაზურ მხარეს უკვე აქვს შეთავაზებები რიგი რუსული კომპანიებისგან. 


მან ასევე დაადასტურა, რომ არსებობს სწრაფვა, აფხაზეთი სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცს და რუსეთისა და სომხეთის სარკინიგზო მიმართულება განვითარდეს.

 

14 ნოემბერს სოხუმში აფხაზეთის ხელისუფლებასა და რუსეთის კომპანია “აეროპორტ დეველოპმენტს” შორის სოხუმის აეროპორტის რეკონსტურქციისთვის თანამშრომლობის დაწყების მზაობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუტბამ და კომპანია “აეროპორტ დეველოპმენტის” გენერალურმა დირექტორმა ვლადლენ ვოლოშინმა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.