პუტინი: შესაძლებლად მიგვაჩნია ვიფიქროთ აფხაზეთის სატრანზიტო რკინიგზის პროექტზე

“შესაძლებლად მივიჩნევთ, ერთად ვიფიქროთ და ერთობლივი თანხმობის შემთხვევაში განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა ტრანზიტული სარკინიგზო კავშირი სოხუმის მიმართულებით თბილისში და შემდეგ, ერთი მხრივ სომხეთის და მეორე მხრივ, რუსეთის მიმართულებებით,”- განუცხადა პუტინმა დღეს, 24 ნოემბერს ჟურნალისტებს სოჭში, სადაც აფხაზეთის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასაც ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.”  

 

მისივე თქმით, ეს და მსგავსი პროექტები რეგიონის ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის განვითარებას ხელს უწყობს.