თბილისში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს დილით შუახნის ასაკის ქალს ავტომობილი დაეჯახა თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ემსხვერპლა ადამიანი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.