თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა დღეს დილით ავლაბარში, ნასაკირალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. შემთხვევის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. ცეცხლი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.

შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე გართულებულია ავტომობილების გადაადგილება.