გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის უცხოეთში და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 10 წელიც აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ეკლესიის მშნებელობაში.
“მინდა მთელ საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული, მათ შორის იმ ქართველებს, რომლებიც დღესდღეობით არ იმყოფებიან საქართველოში, მათ, ვინც არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განსაკუთრებით მათ, ვისაც დღეს უჭირს. ყველას ვულოცავ იმ წმინდანის დღეს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთან სიკეთე გაიმარჯვებს, საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერდება და გამთლიანდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საზეიმო წირვა კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. მან გიორგი მარგველაშვილს ანგელოზის დღე – გიორგობის დღესასწაული მიულოცა, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
