კახეთში კაცი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა

კახეთში, სოფელ ბოდბისხევში კაცი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გარდაცვლილის ახლობლები “რუსთავი 2-თან” საუბარში ამბობენ, რომ კაცი მეზობლებთან ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მეზობელთან შელაპარაკება მოუვიდა. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ კაცს დაზიანებები ძირითადად თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს. მათი თქმით, ჩხუბის შემდეგ ბრალდებულმა კაცი მანქანით ეზოსთან, უგონო მდგომარეობაში მოიყვანა.

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში განმარტავენ, რომ ადგილზე სამართალდამცველების მისვლისას კაცი საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.