სამინისტროს ცნობით, არასასიამოვნო სუნი და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა მოსახლეობას აღარ შეაწუხებს. მისი ინფორმაციით, 15000 მ²-მდე ფართობზე მოეწყო მისასვლელი გზა, წყალარანების არხები, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი.

 

განახლებულ ნაგავსაყრელზე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. განახლებული პოლიგონის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ნარჩენები პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში განთავსდება.

 

დუშეთში არსებული ნაგავსაყრელი 1940 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში გასულ წელს გადაეცა. 74-წლიანი მუშაობის პერიოდში პოლიგონი სტანდარდების დაცვის გარეშე ოპერირებდა. წლების მანძილზე ნაგავსაყრელზე არაორგანიზებულად ხდებოდა ნარჩენების შეტანა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ბოლო 2 წლის განმავლობაში მოეწყო 8 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი და წლის ბოლომდე კიდევ 11 ობიექტი შევა ექსპლოატაციაში.

დუშეთის ნაგავსაყრელი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *