მთავარ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევის პროცედურაში მონაწილების მსურველებს შორის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძეა. მსურველთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორი 2018 წლის 16 ივლისს გახდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 101-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინაააღმდეგ წავიდა.

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს