დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი

ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ ბათუმის მერიის ოთხი მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის არის ბათუმის ვიცემერი თენგიზ პეტრიძე, ვლადიმერ ხინთიბიძე, ასევე ეგარსლან ლომაძე და ბექა ხალვაში.

ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

ეს ინფორმაციები ბათუმელებს მოაწოდა ინფორმირებულმა პირმა. ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.

ამავე თემაზე

ბათუმში 12 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის, განათლების მინისტრის მოადგილე