სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგლაძის N32 მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტიდან (შპს „ახალი ქართული პროდუქტი”) 200 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა #2” არ ახლდა.
სააგენტოს სპეციალისტების ცნობით, ვეტერინარული მოწმობა “ფორმა #2” არ ახლდა ფონიჭალაში ი/მ „სამირ მამედოვის“ სარეალიზაციო ობიექტში, საიდანაც 25 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს.
ვეტერინარული მოწმობა “ფორმა#2”-ის გარეშე ხორცის რეალისაზიისთვის, კომპანიები საქართველოს კანონის “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის” შესაბამისად, 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
