საქართველოს მთავრობის გვერდს ფეისბუკზე თითქმის 75 ათასი მოწონება აქვს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის გვერდს – 205 512 მოწონება. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ადმინისტრაციას ამ მიზნით ფული არ დაუხარჯავს.
ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციას ასევე მიმართა, 2012 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში ჯამურად (და ცალცალკე) ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა უცხოურ თუ ადგილობრივ გაზეთში, ჟურნალსა და ონლაინგამოცემაში რეკლამის განსათავსებლად ან საინფორმაციო მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა, როგორც უწყების წერილიდან ირკვევა, ამ კუთხით თანხა (3885 ლარი) მხოლოდ 2014 წელსაა დახარჯული ახალი ამბების სააგენტო ინტერპრესნიუსის VIP მომსახურების მიღების მიზნით.
