პატრიარქის ფონდის გაქურდვა სცადეს

პატრიარქის ფონდში უცნობმა პირებმა უკანონოდ შეაღწიეს. როგორც ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

ჟვანიას თქმით, შემთხვევა, სავარუდოდ, 26 მაისის ღამით მოხდა. დილას ფონდში მისულ პერსონალს რამდენიმე უჯრა, საბუთები და ინვენტარი ძირს დაყრილი დახვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.