ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები გაფიცულ დასაქმებულებს გუშინ, 26 მაისს, შეხვდნენ და კვლავ  შესთავაზეს ხელფასის ეტაპობრივად  25 პროცენტით მომატება.

კერძოდ, კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს ხელფასის 15%-იან ზრდას 2019 წლის პირველი ივლისიდან, ხოლო 2020 წლის პირველი ივლისიდან – 10%-იან ზრდას.

როგორც “ჯორჯიან მანგანეზი” აცხადებს, ხელფასის მატებასთან დაკავშირებით კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც:

“2019 წლის პირველი ივლისიდან – ხელფასის 10%-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა. სახელფასო დანამატები გავრცელდება 1 000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე”, – აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.

კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს დასაქმებულები არ დასთანხმდნენ. ისინი ხელფასის საწყის ეტაპზე 30 პროცენტით, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 პროცენტით ზრდას ითხოვენ.

ხელფასების 50-პროცენტიანი მატების გარდა, “ჯორჯიან მანგანეზი” მზადაა დასაქმებულების სხვა მოთხოვნები შეასრულოს, მათ შორის:

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ის მაქსიმუმია, რისი შეთავაზებაც დღეს “ჯორჯიან მანგანეზს დასაქმებულებისთვის შეუძლია.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ „ვახტურ რეჟიმზე“ მომუშავე მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ (ვახტური რეჟიმი ნიშნავს თვეში 15 დღის განმავლობაში სახლში წაუსვლელად მუშაობას). მოგვიანებით გაფიცვას 3000-ზე მეტი დასაქმებული შეუერთდა.  15-მდე დასქმებულმა გაფიცხვის პარალელურად შიმშილობას აგრძელებს.