ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა, — იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“ (Washington Post).

მისმა ოპონენტმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ინგრიდა სიმონაიტემ, დამარცხება აღიარა. 55 წლის ნაუსედამ ხმების 70% მიიღო.