ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას“, —სწერს ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

წერილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა 26 მაისს.