თბილისში ბავშვი მაღალსართულიანი კორპუსის აივნიდან გადმოვარდა და გადარჩა

თბილისში, თემქის დასახლებაში, 4 წლის ბავშვი მაღალსართულიანი კორპუსის აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 25 მაისს მოხდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გამოკვლევებს უტარებდნენ. ბავშვის მდგომარეობა, ამჟამად, სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.