ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილმა კახა ბენდუქიძის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა

14 ნოემბერი, 2014 •
გიორგი მარგველაშვილმა კახა ბენდუქიძის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა

“აქვე მინდა მივუსამძიმრო ბატონი კახას ოჯახს, ასევე მინდა მივუსამძიმრო მის კოლეგებს, რომლებმაც დაკარგეს მეგობარი”,– განაცხადა მარგველაშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 13 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა.

 

საქართველოს პარლამენტმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სესია კახა ბენდუქიძის ოჯახის მიმართ სამძიმრის გამოხატვით გახსნა. 

 

“გუშინ გარდაიცვალა საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი კახა ბენდუქიძე. პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი კახა გახლდათ არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს და საქმინობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს”,– განაცხადა უსუფაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი