კაბელებისა და ციანიდის საქმეების მოსამართლე ბუგიანიშვილი დაწინაურდა

ე.წ. კაბელების და ციანიდის საქმეების მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი დაწინაურდა. დღეს ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში დანიშნა უვადოდ, მანამდე ბუგიანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დღეს გაიმართა. საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე 72 განაცხადი იყო წარდგენილი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 32 მოსამართლე დანიშნა, … ვრცლად კაბელებისა და ციანიდის საქმეების მოსამართლე ბუგიანიშვილი დაწინაურდა