იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე 72 განაცხადი იყო წარდგენილი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 32 მოსამართლე დანიშნა, აქედან 29 – უვადოდ. დანარჩენ ვაკანსიებზე კი ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა.

კონკურსში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა – ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარიამ – რომლებიც უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან, კენჭისყრის წინ კანდიდატურები მოხსნეს. სასამართლოების ნაწილში თანამდებობები ვაკანტური დარჩა.

საერთო სასამართლოებში ვაკანტურ თანამდებობზე დანიშნული მოსამართლეები არიან:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში:
1. ხატია არდაზიშვილი
2. ნინო ყანჩაველი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში:
1. დავით ახალბედაშვილი
2. მიხეილ გოგიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში:
1. ბესიკ ბუგიანიშვილი
2. ვახტანგ მრელაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში:
1. პაატა სილაგაძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში:
1. ლერი თედორაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში:
1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი
2. გიორგი მიქაუტაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში:
1. ზაზა მარტიაშვილი
2. ბესარიონ ტაბაღუა
3. ელისო ტუკვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში:
1. გიორგი არევაძე
2. ეკატერინე გაბრიჩიძე
3. ლიანა ორკოდაშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში:
1. ჯუმბერ ბეჟანიძე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში:
1. კობა გოცირიძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთქ კოლეგიაში:
1. ნიკოლოზ მარგველაშვილი

ახალციხის რაიონულ სასამართლოში:
1. მარიკა ჩიტაშვილი

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში:
1. დავით კეკენაძე

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში:
1. ლელა ჭინჭარაული

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში:
1. ირაკლი აბშილავა
2. ფატი ფურცხვანიძე

თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში:
1. მარინე ცერცვაძე

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში:
1. ეკატერინე პართენიშვილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში:
1. ხათუნა ნადიბაიძე

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში:
1. მამუკა ნოზაძე

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში:
1. როინ კახიძე

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში:
1. ალექსანდრე ლომიძე

ცაგერის რაიონულ სასამართლოში:
1. ლეილა გურგუჩიანი

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში:
1. ნაირა გიგიტაშვილი

Published by ნინო ჩიჩუა

ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.

Exit mobile version