კანონიერი ფარული მიყურადება 2018 წელს ორჯერ გაიზარდა – კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი, რომელიც სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერებს ეხება.

IDFI-ის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, მედიაში გახმიანებული ფაქტების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

სრული დოკუმენტი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  აღნიშნული კვლევა მოამზადა პროექტის – სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის – ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.