“კომისიამ საკითხის შესწავლის მიზნით შპს „რ-რადიოს“ უკვე მიმართა და გამოითხოვა წინა ერთი კვირის სამაუწყებლო ბადის უწყვეტი ჩანაწერი და სალიცენზიო პირობებთან მის შესაბამისობას შეისწავლის, ასევე, კომპანია „სპუტნიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისია საკითხის შესწავლის შედეგებს და კომისიის გადაწყვეტილებასაც გაასაჯაროებს,”- წერია კომისიის განცხადებაში, რომელიც მან დღეს, 13 ნოემბერს გაავრცელა. 


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომპანია „სპუტნიკი“ არც სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელია და არც მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი. ამავე რეესტრის მონაცემებით, 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „რ-რადიოს“ ეკუთვნის.


“აღნიშნული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე საერთო მაუწყებლობაა, რაც გულისხმობს საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას.”

 

საინფორმაციო – ანალიტიკურმა რადიოსადგურმა Sputnik-მა, რომელიც “როსია სეგოდნიას” [“Россия сегодня”] პროექტია, საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო. 

 

“Sputnik-ის კონტენტი გათვლილია იმ მრავალმილიარდიან აუდიტორიაზე, რომელიც დაიღალა ერთპოლარული მსოფლიოს თავსმოხვეული პროპაგანდით და ალტერნატიული თვალთახედვა სჭირდება,” – აცხადებს “როსია სეგოდნიას” გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *