ანონსი:13 ნოემბერი [2014]

11.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

 

11.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის ბრიფინგი

თემა: ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები

 

11:00 ოქროყანაში გაიმართება გამწვანების აქცია. აქციაში მონაწილეობას თბილისის მერი დავით ნარმანია მიიღებს.

 

11:00 „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი  გიორგი კობახიძე  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

 

11:00 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი   თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.

 

11:00 „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ სომხეთის მოსამართლეებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიებაზე განხიული იქნება სასამართლო სისტემის გამოწვევები ორივე ქვეყანაში.

მისამართი: თბილისი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია. შეხვედრის ოთახი N5

11:30 “პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი, 10 ლარით გაზრდილი პენსია, ბიძინა ივანიშვილის მოწვევა “ქართული დასის” პროექტში: “საზოგადოებრივი აზრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, მიმართვა მედიას, დევნილებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას 15 ნოემბერთან დაკავშირებით.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

11:30 საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წევრი თემურ გრიგალაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.   

თემა: თბილისის ბიუჯეტი; სოციალური პრობლემები; ინიციატივები და სხვა მიმდინარე საკითხები.  

მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

12:00  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავენ.  

თემა: თბილისის ბიუჯეტი; სოციალური პრობლემები; ინიციატივები და სხვა მიმდინარე საკითხები.  

მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი თამარ ცინცაბაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თბილისის ბიუჯეტი, 10 ლარით გაზრდილი პენსია.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12.00 საკრებულოს განახლებულ შენობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საზოგადოება ”თბილისელ“–ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

13:00 „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ვაკეში, გივის სვანაძის ქ. 30-ში „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში“ არსებულ სანიტარულ მდგომარეობას გაეცნობა და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

 

13:00 თბილისის მერიაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველი სხდომა გაიმართება.

 

13:00 თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „რეგიონების აღჭურვის პროექტის‘’ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს.

13:00 ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქვემო ქართლში მცხოვრები მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #3

 

15:00 ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქვემო ქართლში მცხოვრები მოსწავლეები მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრებიან. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებისთვის სემინარი მრავალფეროვანი საქართვლო“ გაიმართება.

 მისამართი: გორგასლის ქ. #7

17:00 “ახალგაზრდულ პრესკლუბში” გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე – “საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”. შეხვედრის ფარგლებში განიხილება პროექტი “აწარმოე საქართველოში”.

მისამართი: ქ. თბილისი, ყიფშიძის No7, 1-ლი სართული

 

17:00 პატრიარქი ილია მეორე მეტეხის ხიდთან “100 ათასი მოწამის ხსენების დღის” აღსანიშნავად საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.  

 

18:30 საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მე–3 კორპუსი) გაიმართება თამაზ მეტრეველის რჩეულის “სულის სანთლები” პრეზენტაცია, რომელსაც საკრებულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე დაესწრება.