“Forbes Georgia-ს თანამშრომლის კითხვას – ბოლო ნომრის ყდა ხომ არ გახდა ამის მიზეზი? – მინისტრის თანაშემწემ, ნონა მეტრეველმა უპასუხა – „არა მარტო“ და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მინისტრი უარს ამბობს რომელიმე ბეჭდური გამოცემის მიღებაზე.”
Forbes Georgia-ს ბოლო, ნოემბრის ნომრის ყდაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მარიამ სხილაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და გაარკვევს.