გამოცემას სტატიაში წყაროდ მოყვანილი ჰყავს უკრაინის სამართალდამცავი უწყება. უკრაინის შსს-ს ცნობით, საქართველოს 32 წლის მოქალაქის დეპორტაცია ბორისპოლის აეროპორტიდან 11 ნოემბერს განხორციელდა. დაკავებულს უკრაინაში შესვლა 2017 წლამდე აეკრძალა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზემოხსენებული პირი საქართველოში არ იმყოფება და დამატებით შეკითხვებს, თუ რას ნიშნავს ეს პასუხი, არ უპასუხეს.


უკრაინის შსს-ს ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც ბათუმიდან, ქუთაისიდან და სოხუმიდან არიან, ოქტომბრის ბოლოს დააკავეს.


“რესტორანში კანონიერი ქურდების ვახშამი პოლიციის ესკორტმა დაასრულა. ოპერატიულმა მუშაკებმა შეწყვიტეს “ქურდული სხოდკა”, როემლიც კიევის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში იმართებოდა. ეს “სხდოდკა” მერაბ ჯანგველაძის კლანის მიერ იყო ორგანიზებული, მათ შორის დაკავებულია 38 წლის ქუთაისელი “კანონიერი ქურდი”, ზედმეტსახელად “ვატია”, ასევე 33 წლის “კანონიერი ქურდი” ზედმეტსახელად “ლავასოღლი ბათუმსკი”, რომელიც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში მილიციამ უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ოთხჯერ დააკავა. გარდა ამისა, “სხოდკაში” მონაწილეობდა “სოხუმის კლანის” 43 წლის წარმომადგენელი “გუგა”, – დაწერა ფეისბუკზე უკრიანის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა.


Корреспондент.net-ის ინფორმაციით,  ვატიას დეპორტაცია უკვე განხორციელდა, ხოლო “გუგა” უკრაინის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი უცხოელების დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *