ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ოპოზიციონერები არჩევნების გადადებას მოითხოვენ

20 მაისი, 2019 • 881
აფხაზი ოპოზიციონერები არჩევნების გადადებას მოითხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე გართიანებული ოპოზიციური კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიცია მოითხოვს, არჩევნები ზაფხულის ნაცვლად შემოდგომისთვის ჩატარდეს.

ამ მიზნით მოქალაქეები სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ.

როგორც დე ფაქტო შს მინისტრი ამბობს, აქციის პროცესში მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად 500-მდე პოლიციელია მობილიზებული.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობს.

ასევე, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

 

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი