ზუგდიდში ნაკურთხ უბანზე ხმების დათვლას ვერ იწყებენ

ზუგდიდის მეხუთე საარჩევნო უბანზე ამ დრომდე ხმების დათვლას ვერ იწყებენ. ეს ის უბანია, რომელიც დღეს მღვდლებმა აკურთხეს, კომისიის წევრებს კი ზეთი აცხეს.

ხმების დათვლა ვერ დაიწყო, რადგან გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლის საერთო ხელმომწერების რაოდენობას არ დაემთხვა. უბანზე 425-მა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი, ბიულეტენების რაოდენობა კი არის 424.

“შესაძლებელია, ამ გზით მარტივად ბიულეტენი გარეთ გაეტანა ვინმეს და დატრიალებულიყო კარუსელი… მე დავწერ საჩივარს,” – ამბობს იურისტი, რესპუბლიკელი თამარ კორძაია, რომელიც არჩევნებს ზუგდიდში აკვირდება.

ამ ეტაპზე საუბნო კომისია უბანზე ოლქის წარმომადგენლების მისვლას ელის.