უკანონოა, თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია – ცესკო მღვდლების უბნებში შესვლაზე

ცესკოს პრესსპიკერი ზუგდიდში სამღვდელოების წარმომადგენლების საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლაზე კომენტარს აკეთებს.

“ზუგდიდის საარჩევნო ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სამღვდელოების წარმომადგენლების მისვლის ფაქტი უბნის კურთხევის მიზნით. მაგალითად, №3-ე საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს სამღვდელოების წარმომადგენელი, თუმცა №5-ე და №81-ე საარჩევნო უბნებზე სამღვდელოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ აკურთხეს უბანი და კომისიის წევრები.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონონმდებლობა არ ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მას. თუმცა დამატებითი ინფორმაციისთვის შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტები უბნებზე გაგრძელდა დაახლოებით 3-5 წუთი და საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია”, – აცხადებენ ცესკოში.

ამავე თემაზე

უკანონოა, თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია – ცესკო მღვდლების უბნებში შესვლაზე

უკანონოა, თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია – ცესკო მღვდლების უბნებში შესვლაზე