მარნეულში საჩივრის დაწერის დროს დამკვირვებელი უბნიდან გააგდეს

მარნეულის 68-ე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი საჩივრის წერის დროს უბანზე მყოფმა პირებმა უბნიდან გააგდეს.

ორგანიზაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დამკვირვებელი ინციდენტის შემდეგ უბანზე კვლავ დაბრუნდა. რაც შეეხება თავად ფაქტს, მათი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეამჩნია, რომ რეგისტრაციის დროს ერთ-ერთ ქალს სხვის მაგივრად აწერინებდნენ ხელს. საჩივრის დაწერის დროს კი უბანზე შელაპარაკება და ხმაური დაიწყო. დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს.

ISFED ამბობს, რომ მათ საჩივარი მაინც დაწერეს და ასევე გამოიძახეს პოლიციაც.