ზურაბ აბაშიძეს გედევან ფოფხაძის პატიოსნებასა და ვაჟკაცურ სულისკვეთებაში ეჭვი არ ეპარება

“როგორც გახდა ცნობილი, ფრაქციას დატოვებენ თემურ ჯაფარიძე და გელა სამხარაული. ისინი დარჩებიან კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებად, როგორც ჩანს. რაც შეეხება გედევან ფოფოხაძეს, ის თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და გვამცნობს. მე გედევანის პატიოსნებასა და ვაჟკაცურ სულისკვეთებაში და ზოგადად მეგობრობაში არასდროს ეჭვი არ შემიტანია”, – ამბობს აბაშიძე.


14:00 საათზე პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის შეკრება დაიწყო.