საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში 15:08 საათზე დაფიქსირდა.

ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკის სამხრთ-დასავლეთით, სოფელ ფარავანში მდებარეობდა, სიმძლავრე კი 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრით გამოწვეული რაიმე სახის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.