“Ryanair-თან, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი” – გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ირლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Ryanair-თან შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია.

“სამოქალაქო ავიაციაში წინ წავიწიეთ დამატებითი პირდაპირი რეისების თვალსაზრისით. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ რეისებზე. “რაინეართან”, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი,” – აცხადებს ქობულია.

ნეტგაზეთი ეკონიმიკის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, ნამდვილად არსებობს თუ არა შეთანხმება ავიაკომპანიასთან. უწყების პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.