“პრემიერისგან მე მივიღე დავალება, რომ სისტემა, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებდეს და ის ამოცანები და დავალებები შესრულდეს, მე გავაგრძელო საქმიანობა ჩემს ადგილზე დროებით. ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ არ გავითვალისწინო ჩვენი სისტემის და საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანები და საჭიროებები”,- განაცხადა დავით ჯალაღანიამ “მაესტროსთან”საუბრისას.
დღეს, 5 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა დატოვა. მისივე განცხადებით თანამდებობა მისმა მოადგილეებმა- თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ზალკალიანმა, დავით ჯალაღანიამ და ლევან გურგენიძემ დატოვეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
