ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოგვდის

“ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა საქართველოდან მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით. არჩევანი არაიდეალურ შიდა პარტნიორებსა და იდეალურ საგარეო მტრებს შორის, ნათელი უნდა იყოს…”, – წერს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
 
 
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტი დაატოვებინა, რის შემდეგაც თანამდბეობი დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

Very worrying news from #Georgia w/ ministers stepping down. Choice btw non-ideal internal partners & ideal external foes should be clear…

— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) November 5, 2014

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოგვდის