სანდრა რულოვსს ზუგდიდის საკრებულოში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ზუგდიდის საკრებულოში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც რულოვსი “რუსთავი 2-თან” ამბობს, მას სურდა საკრებულოსთვის მიემართა ინიციაიტივით ზუგდიდში მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნის თაობაზე.

ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი დაპირისპირება დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რულოვსი ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა ინტერვიუს.