“მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ იგივე ქალბატონმა მაიამ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ძალიან სამწუხარო ჩემთვის. თუმცა რა ვქნათ, ეს არის მათი არჩევანი, ეს არის მათი უფლება, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას”, -განაცხადა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძის წარდგენაზე.
მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და აქართულ ოცნებას, ეს არ უკავშირდება მხოლოდ “თავისუფალ დემოკრატებს” ცალკე აღებულს და, მით უმეტეს, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს.
“თავისუფალ დემოკრატებში არიან ჩემი მეგობრებიც, ისინი არიან ღირსეული ადამიანები, ძალაინ კარგი ადამიანები არიან. მე მინდა, რომ მათთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა, ჩვენი ყვეყნის გაძლიერება, მაგრამ თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, ეს მათი არჩევანია. დაე, მათ აირჩიონ თუნდაც ალასანია, რომელმაც გაუაზრებლად უპასუხისმგებლო განცხადება გააკკეთა და მე ვიტყოდი შეურაცხყმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის, რომელთა არჩევანი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია”.
მისი თქმით, თეა წულუკიანს მისთვის თანამდებობის დატოვების შესახებ არაფერი უთქვამს. წულუკიანი გუშინ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. თეა წულუკიანი “თავისუფალიდემოკრატების” წევრია, თუმცა მინისტრობის გამო პარტიის წევრობა შეჩერებული აქვს.
ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში წარადგენს ახალ მინისტრებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავად განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც.
