გაიცანით CinéDOC-ის Civil Pitch-ის შერჩეული კონკურსანტები

12 მაისს ,  საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში კინოფესტივალ CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის, Civil Pitch-ის შერჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი პროექტები კინოინდუსტრიის პროფესიონალებს წარუდგინეს.

მათგან სამი წყვილი ფულად ჯილდოს მიიღებს, ღია საზოგადოების ფონდი ორ პროექტს დააჯილდოვებს: ერთს ფილმის წარმოებისთვის 3000 აშშ დოლარი გადაეცემა, მეორე პროექტი დაჯილდოვდება 500 აშშ დოლარის ოდენობის პრიზით ფილმის განვითარებისთვის, ხოლო მესამე პროექტს გადაეცემა 1000 აშშ დოლარი Current Time TV-სგან.

წლევანდელი კონკურსანტები არიან:

CineDoc Tbilisi-ს სტუმრებს წელს აქვთ საშუალება 2018 წლის Civil Pitch-ის გამარჯვებული ორი ქართული ფილმი (“გარაჟებზე” – რეჟისორები გიორგი ფარქოსაძე და მარიამ კობალაძე და „ტრანსფერი საქართველოში“ – რეჟისორები ნათია არაბული-ვეგერი და გიორგი გოგიშვილი) ნახონ.


ჟიურის წევრები

Civil Pitch 2019-ის ჟიურის წევრები არიან:

Kenan Aliyev – Current Time TV, Zane Balcus – Baltic Sea Docs, Mariam Chachia – Opyo Doc, Melanie de Vocht – Project Manager IDFA Bertha Fund, Maja Lindquist – Doc Lounge Nino Orjonikidze – Artefact Production Brigid O’Shea – Doc Industry, Melik Karapetyan – Golden Apricot PRO, Tue Steen Muller – Critic, Diana Maglakelidze – Georgian Film Academy, Sergei Trofimov – Current Time TV, Csilla Kato – Astra Film Festival, Petra Seliskar – Director, Ondrej KamenitskyFilip RemundaManana Suradze)

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.