ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე 24 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 12 მაისს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს რიგითი ვლადიმერ მახათაძე. იგი 24 წლის იყო.

მახათაძე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა კონტრაქტზე.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით).