“კაბელების საქმე, ექიმების საქმე… რომელი წელია?”- წერს პეტრიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
მთავარმა პროკურატურამ დღეს, 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს 6 მაღალჩინოსნის მიმართ ახალი ბრალდების შესახებ ისაუბრა, ამჯერად საქმე ეხება ჯარესიკაცების კვებით მოწამვლის შესაძლო ფაქტს.
უფრო ადრე კი, 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.
