რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო ავარიაში დაიღუპა

რუსი ჟურნალისტი და რადიო “ლაპარაკობს რუსეთის” მთავრი რედაქტორი სერგეი დორენკო ავარიაში დაიღუპა. სააგენტო ТАСС -ის ინფორმაციით, დორენკო მოტოციკლის მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ხაზიდან გადავიდა და ბეტონის ღობეს შეეჯახა. რადიო თავისუფლების ცნობით, დორენკო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოცემის ინფორმაციით, სანამ რადიოს ჩაუდგებოდა სათავეში, 59 წლის  სერგეი დორენკო წლების განმავლობაში სხვადახხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის რუსეთის პირველ არხზეც მუშაობდა.