“ეს არის კოალიციის შიგნით მიმდინარე ბრძოლა, უბრალოდ, კოალიციის შიგნით გარკვეულ ჯგუფებს იმედი ქონდათ, რომ პოლიტიკური ხასიათის დევნა განხორციელდებოდა მხოლოდ ოპოზიციასთან მიმართებაში,“– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ
თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლნგვასთან დაკაშირებით დააკავეს. მათ ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილიც, რომელმაც პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს დაადასტურა, რომ “სილქნეტის” ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირის ნათესავია.
“როგორც ჩანს, ივანიშვილს აღარ სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავისი კოალიციის შიგნით იმისათვის, რომ გამოიყენოს შირმად, როგორც იყენებდა მას 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უცხოეთთან საურთიერთოდ და დაიწყო შიდაპოლიტიკური ბრძოლა,”– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ეს საქმე სასამართლოში საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილება. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს გაიმართება.
