ოპერის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს. მერიაში ამბობენ, რომ შსს-ს უკვე მიმართეს და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რაც შეეხება ქანდაკებებს, მერიაში ამბობენ, რომ თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.

გარეკანი ფოტო: ირაკლი ჟვანია