ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ მაქსიმალური ზრდა 25 ლარი იქნება: 

“დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრი უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულება 25 მილიონით არის გაზრდილი, ნაწილი მოხმარდება სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას. ზრდა ქულების მიხედვით მოხდება , როგორც იღებენ დახმარებას და მისი მაქსიმალური ოდენობა 25 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას სოციალურად დაუცველები 1 სექტემბრიდან მიღებენ”. 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც მოხდება და ის უკვე ყველას შეეხება.

 

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 170 მილიონი ლარით გაიზარდ ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით. 15 მილიონი ლარით გაიზარდა თავდაცვის და შს სამინისტროების ბიუჯეტი. 

ნოდარ ხადური

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *