მეწყერული კერები ქედაში

 

ჩაიხერგა მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ზესოფელში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სოფელ ზვარესთან მეწყერი აქტიურდება.

 

ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხევევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა-გასუფთავება ჩამოსული მასისგან.

ქედის მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის თოვს.