ქობულეთში 75 წლის კაცს სცემეს

75 წლის ნაცემი მამაკაცი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია გამგებლის ინფორმაციით, 75 წლის მამაკაცი სოფელში მარტო ცხოვრობდა.

 

„სოფელი გაგიჟებულია ვის შეიძლება ეცემა ეს კაცი“, – ამბობს სულხან ევგენიძე.

ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სამი საათის წინ მოიკითხა და მას უთხრეს, რომ ნაცემი მამაკაცი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია და იგი საავადმყოფოში იმყოფება. 

სულხან ევგენიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ნაცემი მამაკაცი დააუთოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის 125–ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო  შესაძლო ყაჩაღობის შესახემ შსს ინფორმაციას უარყოფს.