რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 5 მაისს “ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სოფელ ქვეშის მკვიდრია დაკავებული”.

სუს-ის ინფორმაციითვე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება რუსი სამხედროების მიერ პერიოდულად ხდება. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.