თბილისში ქალი კორპუსის მეათე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.