იაპონიის საიმპერატორო ტახტზე ნარუჰიტო ავიდა

ოთხშაბათს  იაპონიის ახალი იმპერატორი  ნარუჰიტო ავიდა საიმპერატორო ტახტზე.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 85 წლის იმპერატორი ტახტიდან გადადგა და შვილს, პრინც ნარუჰიტოს ადგილი დაუთმო. ყოფილმა იმპერატორმა მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

როგორც ბიბისი იუწყება, ახალ საიმპერატორო ეპოქას რეივა [ეივა] ეწოდება, რაც წესრიგს და ჰარმონიას ნიშნავს.

იაპონიაში იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არა აქვს, თუმცა ნაციონალური სიმბოლოა.